ტუპუნგატოს მყინვარი


 მოგესალმებით, Მე ვარ ორგანიზაცია ,,მთის მყინვარების მცველის’’ წევრი. ჩემი სურვილია, რომ საზოგადოებამ მყინვარების დნობის პროცესთან მიმართებით საკუთარი როლის მნიშვნელობა გააცნობიეროს, რადგან ეს ჩვენი პლანეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რომ ჩემი შესწავლილი ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ, ჩემი ბლოგის მკითხველს და ერთად დავადგინოთ, როგორ იცვლება ტუპუნგატოს მყინვარის გარემო პირობები და რა ურთიერთკავშირია მთის მყინვარების დნობასა და ადამიანის საქმიანობას შორის.



მყინვარი მყინვარი არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება.ყინვარს დედამიწის ხმელეთის 10% უკავია.კლიმატის ცვლილებასთან ერთად,მყინვარების დნობის სისწრაფმაც მოიმატა და მათ ეკოსისტემას დიდი საფრთხე შეექმნა.ძალიან ცოტა მყინვარია შემორჩენილი პლანეტაზე.ეს უნიკალური ეკოსისტემაა,რომელიც გლობალური დათბობის ფონზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას:მყინვარები დნება და ამას ბევრი კატასტროფა მოყვება. საქართველოს მყინვარები საქართველოსათვის, რომელსაც კავკასიის რეგიონში სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, როგორც ეკონომიკური, ისე გეოეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მყინვარული რესურსის შესწავლასა.საქართველოს მყინვარების წარმოქმნას განსაზღვარვს მისი ტერიტორიის კლიმატური პირობები, შავი ზღვის გავლენა, გეოლოგიური აგებულება და რელიეფის ტვისებები.ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 637 მყინვარია. თანამედროვე მყინვარები ძირითადად მდინარეების - ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებშია თავმოყრილი.კავკასიონის მყინვარების მესამედი საქართველოზე, საქართველოს მყინვარების 40-45% კი ენგურის ხეობაზე მოდის. ეს არის მტკნარი წყლის მარაგი და უნიკალური ლანდშაფტი, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ შემორჩა. ამ მხრივ საქართველო უნიკალური ადგილია. მყინვარების დნობა ეკოლოგიური კატასტროფების რისკს ქმნის. ეს არის ადგილი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სახიფათოა და სამეცნიერო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი.მყინვარების ეროვნული პარკის შექმნა საქართვლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მყინვარების ეროვნული პარკის შექმნით ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ აქ ადამიანები ჩამოვიდნენ, შეისწავლონ ეს უნიკალური ფენომენი და გარკვეული ცოდნა მიიღონ. გარდა ამისა, ამ გზით სვანეთი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება. მყინვარების ეროვნული პარკი სამეცნიერო-კვლევითი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებასაც მოგვცემს.

ტუპუნგატოს მყინვარი Ტუპუნგატო ჩილეს რიგით მეექვსე უმაღლესი მწვერვალია და ყველაზე მაღალი მთაა მდინარე მაიპოს აუზში. ის ყველაზე მაღალი მყინვარია ანდების მთათა სისტემაში და მისი სიმაღლე მიახლოებით 6600 მ-ია. Მდებარეობს ჩილესა და არგენტინის საზღვარზე. ტუპუნგატო ჩამქრალი ვულკანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვულკანური ისტორია აქვს და ანდების სისტემას მრავალფეროვნებას სძენს. Აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ 6.7მილიონ ადამიანს. ტუპუნგატო ასევე სატურისტო ცენტრია,სადაც განვიტარებულია მეღვინეობა,ალპინიზმი და ა.შ. o Ყველაზე დიდ გავლენას მყინვარების დნობაზე კლიმატის ცვლილება ახდენს, რომელიც ანთროპოგენურადაა გამოწვეული და უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურად ლანდშაფტს.კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციით, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ანთროპოგენური ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს.ასევე არასწორი ურბანიზაცია,ბუნებრივი წყლის დაბინძურება ან მისი საშუალებით არასაჭირო,ზედმეტი მინარევების დამზადება, არასწორ ადგილას წყალსაცავების აგება. მეცნიერები შეჯერდნენ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომ ადამიანი ყველაზე მეტად თავისი საქმიანობით ახდენს გავლენას გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდაზე.ყველაზე დიდი პრობლემა ანთროპოგენურ ფაქტორებს შორის არის ნახშირორჟანგის მომეტებული რაოდენობა ატმოსფეროში, რაც გამოწვეულია ბუნებრივი საწვავის, ტყეების გაჩეხვისა და სხვა მიზეზებით. თითოეული ეს ფაქტორი მონაწილეობს მიკროკლიმატის ჩამოყალიბების პროცესში და შემდგომში აყალიბებს გლობალურ კლიმატს. კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი სათბურის აირებია.მათ უმეტესობას ატმოსფერო ბუნებრივად შეიცავს, თუმცა ადამიანი თავისი საქმიანობის შედეგად ზრდის მათ კონცენტრაციას ,განსაკუთრებით კი ნახშირორჟანგის, მეთანის, აზოტის ოქსიდისა და ფტორირებული აირების. o ტუპუნგატოს მყინვარის დნობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა საგრძნობლად იცვლება.იქაური მოსახლეობისთვის ამასთან შეგუება საკმაოდ რთულია,რადგან მათი უმრავლესობა აგროკულტურას და მეცხოველეობას მისდევს,რასაც მყინვარის ჩქარი დნობით ბოლო ეღება,შესაბამისად იქ მცხოვრები ხალხი უნდა შეეჩვიოს ამას ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვოს,რაც მიგრანტთა რაოდენობას გაზრდის.ნადირობა, თევზაობა, შემგროვებლობა და მეირმეობა აქ მცხოვრებთათვის საკვებისა და შემოსავლის ძირთადი წყაროა, ასევე დიდ როლს ასრულებს მათი ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაში.დნობა შეაფერხებდა ტურიზმსა და ლოკალურ მდგრად განვითარებას,ვინაიდან შეუძლებელი გახდებოდა ადგილობრივთა ეკონომიკური,სოციალური და კულტურული განვიტარება.აქედან გამომდინარე ვხედავთ თუ რამდენი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მყინვარის დნობამ. o მნიშვნელოვანია რომ სასწრაფოდ შევაჩეროთ მყინვარების სწრაფი დნობა. მათი განადგურება არამარტო წყლის ნაკლებობას გამოიწვევს, არამედ ასევე გაზრდის ზღვის დონეს კატასტროფულად. თუ არ მოვაგვარეთ ეს სიტუაცია თავის დროზე, დასალევი წყალი საერთოდ აღარ იარსებებს და არამარტო მოსახლეობა, არამედ სხვა ცხოველები, მცენარეევი და მწერები დაიღუპებიან. დედამიწა მთლიანობაში გახდება სასიცოცხლოდ უვარგისი.აუცილებელია რაიმე ხერხით მყინვარების დნობის შეჩერება, რადგან ადამიანებს ზიანი არ მიაყენოს არა მარტო ადამიანებს მთლიან დედამიწასაც, Არსებობს უდიდესი საშიშროება იმისა, რომ განადგურდება პოტენციურად უძველესი ცივილიზაციები და კულტურები, რომელთაც ნელ-ნელა გამოღრღნის კლიმატის ცვლილება და წაშლის მათ დედამიწიდან. ყინულის და მყინვარების დნობა ზღვის დონის აწევას უწყობს ხელს რაც ადამიანს შეუქმნის პრობლემებს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას დააზარალებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს Განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მთიანი ტერიტორიების სამეცნიერო შესწავლას, მათი ბუნების შენარჩუნებასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოჩენას, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების კვლევას, რეკრეაციული შესაძლებლობებისა და რესუსრსების მარაგის განსაზღვრას, მდგრად ტერიტორიულ დაგეგმარებასა და სივრცით მოწყობას.წინასწარ, რომ ვიცოდეთ ის საფრთხეები რაც შეიძლება მომავალში მოხდეს, მივიღებთ გარკვეულ ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. თუ გვინდა მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება, რაც პოტენციურად ბარის რეგიონების მდგრად განვითარებასაც გულისხმობს მნიშვნელოვანია ტუპუნგატოსა და მსგავსი მყინვარების დნობის შეჩერება.

პეპე კარტოზია


Comments

Popular posts from this blog

ტუპუნგატოს მყინვარი