ტუპუნგატოს მყინვარი
ტუპუნგატოს მყინვარი
გამარჯობა მე, ორგანიზაცია "მთის მყინვარების მცველის" წევრი და ჟურნალისტი გახლავართ. ჩემს სტატიებს თვალს თუ ადევნებდით ანუ კარგად მიცნობთ, მეც , ჩემს ექსტრემალურ ცხოვრებას და თავგადასავლებსაც. ტუპუნგატოზე ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, ინტერესმა შემიპყრო და გადავწყვიტე ეს ყოველივე ჩემი თვალით მენახა, გამომეკვლია და ბლოგის სახით გამეზიარებინა თქვენთვის. ამიტომ ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა გუნდმა ჩილეს მთაზე და ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ
მოდით დავიწყოთ მყინვარის ზოგადი მიმოხილვით.
"6500 მეტრზე მაღლა"
ყინული ფუნქციონირებს როგორც დედამიწის და მისი ოკეანეების დამცავ საფარად. იგი ინარჩუნებს პლანეტის სიგრილეს. მყინვარები, ყინულის მთავარი რესურსები, მეცნიერებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა კლიმატი დროთა განმავლობაში.
ძალიან ცოტა მყინვარია შემორჩენილი პლანეტაზე. ეს უნიკალური ეკოსისტემაა, რომელიც გლობალური დათბობის ფონზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას: მყინვარები დნება და დნება სავალალოდ. საქართველო და კერძოდ, სვანეთი გამყინვარების ადგილებით ძალიან მდიდარია. მყინვარების ეროვნული პარკის შექმნა საქართვლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კავკასიონის მყინვარების მესამედი საქართველოზე, საქართველოს მყინვარების 40-45% კი ენგურის ხეობაზე მოდის. ამ მხრივ საქართველო უნიკალური ადგილია. ბევრ ქვეყანას მყინვარი საერთოდ არ აქვს. საქართველოში დაკიდებული ტიპის მყინვარებია, რომლებიც დნება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ.მყინვარების დნობა ეკოლოგიური კატასტროფების რისკს ქმნის.
ყველაზე
დიდ გავლენას მყინვარების დნობაზე კლიმატის ცვლილება ახდენს, რომელიც ანთროპოგენურადაა
გამოწვეული და უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურად ლანდშაფტს.
მიზეზები:
არასწორი ურბანიზაცია
გლობალური კლიმატის ცვლილება.
ბუნებრივი წყლის დაბინძურება ან მისი საშუალებით არასაჭირო,ზედმეტი მინარევების დამზადება,
არასწორ
ადგილას წყალსაცავების აგება (განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ისეთ მდინარეებს, რომლებიც
მყინვარებისგან საზრდოობენ, რადგანაც ის სრულიად ცვლის მის ბუნებას და ხელს უშლის ბუნებრივი
წყალსატევების ჩამოყალიბებას, რაც საჭიროა მისი სწორი ფუნქციონირებისა და არსებობისთვის).
კლიმატის
ცვლილებასთან ერთად, მყინვარების დნობის სისწრაფემაც მოიმატა. მათ ეკოსისტემას საშინელი
საფრთხე შეექმნა. ამ ყველაფრის ერთ-ერთი საფუძველია ადამიანის საქმიანობა. კერძოდ, ინდუსტრიული
რევოლუციის შემდეგ, ნახშირორჟანგმა და სხვა სათბურის გაზების გამოყოფამ გაზარდა ტემპერატურა.
ტუპუნგატოს მყინვარის დნობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა შესამჩნევად შეიცვლება. იქაური მოსახლეობას ამასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, რადგან მათი უმრავლესობა
აგროკულტურას და მეცხოველეობას მისდევს, რასაც მყინვარის ჩქარი დნობით ბოლო მოეღებოდა
და ძალიან ბევრ ადგილობრივს წაართმევდა შემოსავლის წყაროს, შესაბამისად მათ ან მოუწევდათ
ამასთან შეგუება, ანდა მათ სხვა საცხოვრებელი უნდა ეპოვათ, რითაც გაიზრდებოდა მიგრანტთა რაოდენობაც. მისი დნობა შეაფერხებდა ტურიზმსა და ლოკალურ მდგრად განვითარებას, ვინაიდან შეუძლებელი გახდებოდა
ადგილობრივთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება. ძალიან ბევრი დაკარგავდა
საცხოვრებელს, რაც მიგრირებისაკენ მიდრეკილებას გაზრდიდა. აქედან გამომდინარე ვხედავთ
თუ რამდენი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მყინვარის დნობამ.
როგორ უმკლავდება სახელმწიფო ამ გამოწვევებს?
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე დოზით მაინც გავაცნობიეროთ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და დროთა განმავლობაში დადებითი შედეგი აუცილებლად დადგება. ჩვენ დღეს გვაქვს შანსი ვიყოთ ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა, გავხდეთ ერთ-ერთი წამყვანი რგოლი იმ მატარებლის, რომლის მიზანიც დედამიწის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.
თათა კაშია
Comments
Post a Comment