ტუპუნგატოს მყინვარი
გამარჯობა, მე ვარ ლიზა მიჩინაშვილი, ორგანიზაცია
,,მთის მყინვარების მცველის“ მცველი. ჩემი მიზანია,
საზოგადოებამ მყინვარების დნობის პროცესთან მიმართებით საკუთარი როლის მნიშვნელობა
გააცნობიეროს. ჩემი ამოცანაა, შევისწავლო ტუპუნგატოს მწვერვალი- დედამიწის ერთ-ერთი
ყველაზე მყიფე ზონა; დავადგინო,როგორ იცვლება იქაური გარემო- პირობები და რა ურთიერთკავშირშია
მთის მყინვარების დნობასა და ადამიანის საქმიანობას შორის.
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შევქმენი
ბლოგი.
კლიმატის ამჟამინდელი ცვლილებების დაწყებასთან
ერთად მყინვარების დნობის პროცესიც აჩქარდა და ამ უნიკალურ გეოგრაფიულ ობიექტებს ,
მათ განუმეორებელ ეკოსისტემას დიდი საფრთხე ემუქრება.
მყინვარი
თავდაპირველად მინდა მოკლე მიმოხილვით დავიწყო
მყინვარების შესახებ. მყინვარები მარაგებს წარმოადგნენ - უზარმაზარი ბუნებრივი ძალის
მქონე და ამავრდოულად გლობალური დათბობისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარე რეზერვუარებს.
მსოფლიოს სასმელი წყლის 2/3 -ით სწორედ ისინი ამარაგებენ. მხოლოდ ჰიმალაები თავისი
ჩამონადენი წყლით აზიის შვიდ უმსხვილეს მდინარეს აცოცხლებს, რომლებსაც სასმელად მსოფლიოს
2 მილიარდ ადამიანზე მეტი იყიენებეს. დღეს ეს ბუნების გიგანტები საფრთხეში აღმოჩნდნენ,
თანაც ისე, რომ გლობალური დათობობის ამოღებულ სამიზნეში პირველ ეშელონში დგანან. უკანასკნელი
50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მყინვარული ზედაპირები დაახლოებით 30%-ით, ანუ პრაქტიკულად
მესამედით შემცირდა.
სენსიტიური რეგიონებიდან ერთ-ერთი, ბუნებრივია
არის კავკასიის რეგიონიც. გამომდინარე მთაგორიანი
რელიეფიდან და მყინვარული ტერიტორიების არსებობიდან გლობალური დათბობის პროცესები ჩვენს
ქვეყანაშიც შესამჩნევია, განსაკუთრებით კი ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე და ზემოთ.
საქართველოს თითქმის ყველა მდინარეს წყლით კავკასიონის მთებზე მდებარე მასიური მყინვარები
ამარაგებენ. მტკნარი წყლის უხვ რაოდნეობას ჩვენი ქვეყანა სწორედ მის ჩრდილეოთით გადაჭიმულ
მთების სისტემას უნდა უმადლოდეს.
სამწუხაროდ, არც კავკასიონია მსოფლიოში მიმდინარე
დრამატული პროცესებისგან დამოუკიდებელი, საქართველოს მყინვარები დიდი სისწრაფით დნება,
ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი მატულობს.
გლობალური დათბობა აისახება საქართველოს ერთ-ერთ
მთიან რეგიონზე, სვანეთზე. განსაკუთრებული ყურადღებით დღეისთვის გლაციოლოგები ჭალაათის
და ტვიბერის მყინვარებს აკვირდებიან. პირველი 1960 წლიდან მოყოლებული ჯამში 750 მეტრით
დამოკლდა, ხოლო ტვიბერის შემთხვევაში უკან დახევამ 2533 მეტრი შეადგინა
. ტვიბერი
ტუპუნგატოს მყინვარი
ახლა კი უშუალოდ ტუპუნგატოს მყინვარზე ვისაუბრებ.
ტუპუნგატო ჩილეს რიგით მეექვსე უმაღლესი მწვერვალი
და ყველაზე მაღალი მთაა მდინარე მაიპოს აუზში. აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და
მის გარშემო მცხოვრებ 6,7 მილიონ ადამიანს. ყველაზე მაღალი მყინვარია ანდების მთათა
სისტემაში და დაახლოებით 6600მეტრი სიმაღლისაა. Მდებარეობს ჩილესა და არგენტინის საზღვარზე.Ის
ჩამქრალი ვულკანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვულკანური ისტორია აქვს და ანდების სისტემას
მრავალფეროვნებას სძენს. Აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ
6.7მილიონ ადამიანს.ტუპუნგატო ასევე სატურისტო ცენტრია, სადაც განვითარებულია მეღვინეობა,
ალპინიზმი. მის უახლოვეს ტერიტორიაზე არსებობს უამრავი რესტორანი და სხვადასხვა დაწესებულებები.
მისი დნობა ტურიზმის დარგს მკვეთრად ჩაახშობს.
Აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო
მცხოვრებ 6.7მილიონ ადამიანს. მიუხედავად მისი გამორჩეულობისა, ტუპუნგატოსა, თუ სხვა
მყინვარებს, თავიანთი მცხოვრებლებით უდიდესი საფრთხე
ემუქრებათ. Ყველაზე დიდ გავლენას მყინვარების დნობაზე კლიმატის ცვლილება
ახდენს, რომელიც ანთროპოგენურადაა გამოწვეული და უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურად
ლანდშაფტს.
Მიზეზები, როგორებიცაა
არასწორი ურბანიზაცია, ბუნებრივი წყლის დაბინძურება ან მისი საშუალებით არასაჭირო,
ზედმეტი მინარევების დამზადება, არასწორ ადგილას წყალსაცავების აგება(წყალსაცავების
არასწორ ადგილას აგება განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ისეთ მდინარეებს, რომლებიც მყინვარებისგან
საზრდოობენ, რადგანაც ის სრულიად ცვლის მის ბუნებას და ხელს უშლის ბუნებრივი წყალსატევების
ჩამოყალიბებას, რაც საჭიროა მისი სწორი ფუნქციონირებისა და არსებობისთვის), გლობალური
კლიმატის ცვლილება, საშუალო ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს ამ მყინვართა კონდიციაზე,
კერძოდ მისი დნობის სიჩქარის მომატებაზე რაც თავისტავად მოქმედებს იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე.
ყველაზე დიდი პრობლემა ანთროპოგენურ ფაქტორებს
შორის არის ნახშირორჟანგის მომეტებული რაოდენობა ატმოსფეროში, რაც გამოწვეულია ბუნებრივი საწვავის, ტყეების გაჩეხვისა და სხვა
მიზეზებით. თითოეული ეს ფაქტორი მონაწილეობს მიკროკლიმატის ჩამოყალიბების პროცესში
და შემდგომში აყალიბებს გლობალურ კლიმატს. კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი
სათბურის აირებია.მათ უმეტესობას ატმოსფერო ბუნებრივად შეიცავს, თუმცა ადამიანი თავისი
საქმიანობის შედეგად ზრდის მათ კონცენტრაციას
ტუპუნგატოს მყინვარის დნობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის
ყოველდღიურობა საგრძნობლად ძშეიცვლება. Იქაური მოსახლეობის
უმრავლესობა აგროკულტურას და მეცხოველეობას მისდევს, ტრასაც მყინვარის ჩქარი დნობით
ბოლო მოეღებოდა და ძალიან ბევრ ადგილობრივს წაართმევდა შემოსავლის წყაროს, შესაბამისად
გაიზრდებოდა მიგრანტთა რაოდენობაც. Მისი დნობა დიდად შეაფერხებდა ტურიზმსა და ლოკალურ
მდგრად განვითარებას, ვინაიდან შეუძლებელი გახდებოდა ადგილობრივთა ეკონომიკური, სოციალური
და კულტურული განვითარება. Ძალიან ბევრი დაკარგავდა საცხოვრებელს, რაც მიგრირებისაკენ
მიდრეკილებას გაზრდიდა. Შეიძლება ითქვას, რომ ის რაც მოსახლეობას თავის გატანასა და
პოპულარობის მოპოვებაში ეხმარებოდა, ბოლოს მოუღებდა და სრულად გაანადგურებდა. Ზემოთ
კი რა პრობლემები და მიზეზებიც ჩამოვთვალე ყველა მყინვარს ეხება.
Მნიშვნელოვანია მყინვარების, მათ შორის, ტუპუნგატოს
მთის მყინვარის დნობის შეჩერება. Განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მთიანი ტერიტორიების
სამეცნიერო შესწავლას, მათი ბუნების შენარჩუნებასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოჩენას,
მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების კვლევას, რეკრეაციული შესაძლებლობებისა
და რესუსრსების მარაგის განსაზღვრას, მდგრად ტერიტორიულ დაგეგმარებასა და სივრცით მოწყობას.
ჩემი ბლოგის დასასრულს მინდა ვისაუბრო, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ტუპუნგატოს მყინვარისა და სხვა ყველა მყინვარის დნობის შეჩერება. დამეთანხმებით,
რომ აუცილებელია რაიმე ხერხით დნობის შეჩერება, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ
განადგურდება პოტენციურად უძველესი ცივილიზაციები და კულტურები. Ამ საკითხს სულაც არ უნდა შევხედოთ შორიდან, რადგან
სწორედ მაღალმთიანი რეგიონების უმეტესობა ინარჩუნებს ადგილობრივ კულტურას ყველაზე მეტად
და საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ უძველესი ცივილიზაციების ისტორია, პოტენციურად
და მდგრადად განვავითაროთ ჩვენივე ქვეყნების კულტურული თუ ეკონომიკური მხარეები. დასანანია რომ ვხედავთ, თუ როგორ დნება მყინვარი,
ჩვენ კი არაფერს ვაკეთებთ... იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს Განსაკუთრებული მნიშვნელობა
უნდა მიენიჭოს მთიანი ტერიტორიების სამეცნიერო შესწავლას, მათი ბუნების შენარჩუნებასთან
დაკავშირებული სირთულეების წარმოჩენას, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების
კვლევას, რეკრეაციული შესაძლებლობებისა და რესუსრსების მარაგის განსაზღვრას, მდგრად
ტერიტორიულ დაგეგმარებასა და სივრცით მოწყობას.
საკმარისია თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე დოზით
მაინც გავითავისოთ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და დროთა განმავლობაში დადებითი შედეგი
აუცილებლად დადგება. ჩვენ დღეს გვაქვს შანსი ვიყოთ ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა, გავხდეთ
ერთ-ერთი წამყვანი რგოლი იმ მატარებლის, რომლის მიზანიც დედამიწის გადარჩენა და მომავალი
თაობებისთვის შენახვაა.
მადლობა ყურადღებისთვის, იმედია ჩემ მკითხველებს
მიეცემათ მოტივაცია და ყველამ ერთად მივიღოთ ზომები მყინვარების გადასარჩენად!
ლიზა მიჩინაშვილი.
Comments
Post a Comment